ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

суббота, 14 марта 2015 г.

ზომიერი სარტყლის სტეპები

 სტეპის (ველი) ბიომი ყველაზე თვალსაჩინოდ ევრაზიაშია გამოხატული. იგი გადაჭიმულია უნგრეთიდან მონღოლეთის ჩათვლით (7500 კმ-ზე). ამერიკის ვრცელ ტერიტორიაზე წარმოდგენილი სტეპები პრერიების სახელწოდებით არიან ცნობილი. სამხრეთ ნახევარსფეროში ვხვდებით სტეპების ანალოგებს, სახელდობრ, სამხრეთ ამერიკაში პამპებს, ავსტრალიაში – პრერიების ტიპის სტეპებს, ახალი ზელანდიის მარცვლოვნებით გაბატონებულ ფიტოცენოზებს ტუსოკებს უწოდებენ, სამხრეთ აფრიკისას – ველდებს. სტეპები ორივე ნახევარსფეროს ზომიერი კლიმატის (ძირითადად 400 -600 ) ქვეყნებშია წარმოდგენილი. ეს ბიომი, ზოგადად, სუბარიდულ ბიომთა რიცხვს მიეკუთვნება.ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა აქაც 400–800 მმ-ს შორის ცვალებადობს. მაგრამ ნალექები მოდის მთელი წლის განმავლობაში წვიმებისა და თოვლის სახით. მკვეთრად კონტინენტური კლიმატის ქვეყნებში ტენის რაოდენობა უახლოვდება ბიომისaთვის დამახასიათებელ მინიმუმს (200–300 მმ). ამ შემთხვევაში სტეპები ნახევრად უდაბნოებში გადადიან (ჩრდილოეთ ყაზახეთი, ცენტრალური აზია). ბიომში იანვრის საშუალო ტემპერატურა ფართო ამპლიტუდებში – 00 -დან მინუს 300 -მდე ცვალებადობს, ივლისისა – პლუს 200–240 შორის. გვალვიანი ზაფხული იშვიათია.158 მდიდარი ბალახოვანი საფარი, ზაფხულის მშრალი მეორე ნახევარი და ცივი ზამთარი ხელს უწყობს ნიადაგში ჰუმუსის დიდი რაოდენობით დაგროვებას (სტეპები ყველა ბიომს შორის გამოირჩევა ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგით). აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში ჰუმუსის შემცველი, შავად შეფერილი ნიადაგის საფარი 170 სმ აღწევს. მშრალი რაიონების სტეპები მოკლებულია ჰუმუსის ნივთიერებებს, ამიტომ ბიომის ამ ნაწილში წაბლა ნიადაგებია გავრცელებული (თუმცა, ჰუმუსის შრე აქაც საკმაოდ მასშტაბურია – 60–70 სმ).ს მცენარეთა სასიცოცხლო ფორმებიდან სტეპებში გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეებს, ჭარბობს მკვრივკორდიანი მარცვლოვნები, შემდეგ – ნაირბალახოვნები (ავშანი, ფარსმანდუკი და სხვ.). მცენარეებს ფესვთა სისტემა ძლიერად აქვთ განვითარებული და მიწისზედა ნაწილს აღემატება. სტეპებისათის დამახასიათებელია ხანმოკლე განვითარების ერთწლოვანი მცენარე–ეფემერები და ბოლქვიანი მრავალწლოვანი ეფემეროიდები. სტეპებში აქა-იქ გვხვდება ქონდარა ნუში, ასეთივე ბალამწარა, გრაკლა, ნახევრად ბუჩქები – ყარღანი, ავშანი, ასევე ხავსები, მღიერები, სოკოები. სტეპებში ხემცენარეთა არარსებობა აიხსნება ზაფხულობით ნიადაგში წყლის ნაკლებობით, გვალვიანი წლების სიხშირით. სავანების მსგავსად, სტეპების ძირითადად მარცვლოვან მცენარეთა ყუათიანი მიწისზედა ორგანოები საუკეთესო საკვები ბაზაა სხვადასხვა ფიტოფაგისათვის. ისტორიულ წარსულში აქ იკვებებოდნენ ჩლიქოსანთა (ბიზონები, გარეული ცხენები, ანტილოპები) ურიცხვი არვეები. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია რიზოფაგები (იკვებებიან მცენარის მიწისქვეშა ორგანოებით). ასეთებია: მინდვრის თაგვები, ბრუცა, თრიები, ომანები, მემინდვრიები, ზაზუნები, მიწის კურდღელი. მათ მიერ გათხრილ სოროებში სახლდება ზოგიერთი ქვეწარმავალი და ფრინველი. რიზოფაგებს მიეკუთვნება მწერთა არაერთი სახეობა. მიწის ზემოთ მცხოვრები ძუძუმწოვრებიდან ფრიად დამახასიათებელია ანტილოპა საიგა, მგელი, მელა, კურდღელი, ფრინველებიდან – სავათი, სარსარაკი, ველის არწივი, კაკაჩა, ტოროლები, ქვეწარმავლებიდან – ველის გველგესლა, ხვლიკები. მწერები სტეპების ცხოველთა ბიომასის 95%-ს შეადგენენ. ამჟამად სტეპის ზონა ადამიანს ინტენსიურად აქვს ათვისებული კულტურული მარცვლოვნებით. შესაბამისად, ეს ბიომი კაცობრიობის ძირითადი „პურის ბეღელია“.

Комментариев нет:

Отправить комментарий