ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

вторник, 10 марта 2015 г.

ტროპიკული სავანები






სავანას ვხვდებით დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარ- სფეროს თბილ განედებში (00 –250 ). იგი ორ ბუნებრივ ზონას (ბიომს) – ნოტიო (წვიმიან) ტროპიკულ ტყეებსა და ტროპიკულ უდაბნოებს 154 შორის გარდამავალი ბიომია. სავანა მასობრივად არის დაფარული ბალახოვანი საფრით, მასზე მეჩხერი სახით იზრდება პარკის იერსახის ხეები. სავანაში ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მსგავსია – მერყეობს 400–800 მმ-ს შორის. ნალექების მინიმალური რაოდენობა შეიძლება დაეცეს 100–200 მმ–მდე (გაუდაბნოებული სავანა), მაქსიმუმმა შეიძლება მიაღწიოს 1000 მმ–ს (ნოტიო სავანა). სავანაში არსებითია წელიწადის თვეების მიხედვით ნალექების მოსვლის რიტმი. აქ, ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკებისაგან განსხვავებით, ზაფხულის თვეები წვიმიანია, ხოლო ზამთრისა – გვალვიანი (მშრალი). ტენიანი და მშრალი თვეების შეფარდება შეიძლება იყოს 6–6 თვე, თუმცა ნოტიო სავანაში გვალვის ხანგრძლივობა 1,5–5 თვეა, ტიპური, პარკის მსგავსს სავანაში იგი გრძელდება 5–7,5 თვე, ხოლო გაუდაბურებულ სავანაში – 7,5–10 თვე. გვალვიან სეზონში ბუნებრივი ცეცხლის გაჩენა ჩვეულებრივი ეკოლოგიური მოვლენაა (პიროგენული ფაქტორი). გვალვის დროს ბალახისმჭამელი ცხოველები (მათთან ერთად მტაცებლებიც) მიგრირებენ კონტინენტის შედარებით ნოტიო რაიონებში. სავანაში წლიური ტემპერატურა ყოველთვის დადებითი მაჩვენებლებით ხასიათდება, არასოდეს ეცემა 15–200 ქვემოთ, მაქსიმალური ტემპერატურა ცვალებადობს 30–350 შორის. დედამიწაზე ტიპურ სავანას თავისი ფიზიონომიითა და იქ მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებით ვხვდებით აფრიკაში, საჰარის სამხრეთით წარმოდგენილ ტერიტორიაზე (სავანას ამ კონტინენტის ტერიტორიის 40% უკავია). ნიადაგები წითელი, წითელი–მურა და წითელი- ყავისფერია. სავანის ბიომში ბატონობენ უხეშფოთლოვანი მარცვლოვანი ბალახოვანი მცენარეები. ტენისა და ნიადაგის ტიპის მიხედვით ბალახოვანთა ზომები სიმაღლეში მნიშვნელოვნად იცვლება (30–40 სმ– დან 4–5 მეტრამდე). მიუხედავად მათ მიერ დაკავებული ფართობისა, მარცვლოვანთა ოჯახის სახეობრივი შემადგენლობა არ არის მდიდარი და ძირითადად გაერთიანებულები არიან ხუთ გვარში: Andropogon, Pennisetum, Imperata, Aristida, Themeda. მერქნიანი მცენარეები – ხეები და ბუჩქები – განსხვავებულია კონტინენტების მიხედვით. აფრიკაში გაბატონებულია რამდენიმე სახეობის აკაცია, ტიპურია, ასევე ბაობაბი, ხერძიანები და ა.შ. თუ ნოტიო (წვიმიან) ტროპიკულ ტყეებში ბიომასის უდიდესი ნაწილი ტყის ზედა იარუსებშია წარმოდგენილი, სავანის ბიოლოგიური პროდუქტიულობა ნიადაგზე (ბალახოვანი საფარი) ან მის მახლობლად (ბუჩქები, დაბალტანიანი ხეები) არის კონცენტრირებული. მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილები, ნაყოფი, თესლი სწორედ ამ ჰორიზონტშია ხელმისაწვდომი. ესენია ურიცხვი ფიტოფაგი და მათი მომხმარებელი (კონსუმენტი) მტაცებლები. მცენარეულ ორგანიზმში წყლის მომარაგება 155 – სუკულენტობა (ლათ. Suculentus – წვნიანი, წყლიანი) – გვალვის გადატანის საუკეთესო შესაძლებლობაა. ღერო-სუკულენტთა ტიპური წარმომადგენელია ბაობაბი, ღერო - და ფოთოლსუკულენტია ხერძიანა - ამერიკის კაქტუსების ეკოლოგიური ექვივალენტი. სავანაში გარემოსთან შეგუების აუცილებელი პირობაა პიროფიტობა (ბერძნ. pyr – ცეცხლი, phyton- მცენარე). ცეცხლგამძლე მცენარეები სისქეში აღწევენ 32 მმ-ს და ხანძრის შემთხვევაში მათი მხოლოდ გარეთა ნაწილი იწვის. პიროფიტები ინარჩუნებენ თესლსა და მისი გაღივების უნარს. მართალია სავანა მცენარეთა სახეობრივი სიმდიდრით და ბიომასით ჩამოუვარდება იმავე აფრიკის ჰილეას (მდ. კონგოს აუზი), მაგრამ სულ სხვა სურათს ვხედავთ ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებით. სავანაში ყველაზე გავრცელებული ცხოველები მცენარისმჭამელები, მათ შორის, მსხვილი ტანის ფორმებია (მეგაფაუნა). მხოლოდ სერენგეტისა და მასაი–მარას 35 ათასი კვ. კმ. ფართობის ეროვნულ პარკებში 4 მილიონი სხვადასხვა ანტილოპისა და ზებრის, ათასობით გარეული კამეჩის, ჟირაფის, სპილოს, მარტორქას ჯოგები და მათზე მონადირე მრავალრიცხოვან მტაცებლებს ვხვდებით. სავანის იშვიათად ყუათიანი მარცვლოვნებია ცხოველთა – ამ პრეისტორიულის მსგავსი ჯოგების ძირითადი საკვები ბაზა. ყურადსაღებია, რომ აფრიკის სავანების გარეული ცხოველები შეადგენენ მხოლოდ იმის ერთ მესამედს, რაც ასი წლის წინათ იყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий