ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

вторник, 10 марта 2015 г.

ზომიერი სარტყლის ფართოფოთლოვანი (ზაფხულმწვანე) ტყეების ბიომი

ზაფხულმწვანე ტყეები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ძირითადად 40 – 60 გრადუსიან განედებს შორის არიან წარმოდგენილები. ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა ოკეანური კლიმატის ქვეყნებში შეადგენს 1000– 1500 მმ–ს, კონტინენტთა სიღრმეში – უფრო ნაკლებია. ნალექები მოდის წელიწადის ოთხივე დროს. მერქნიან მცენარეთა ვეგეტაციისათვის, ნალექების საკმაო რაოდენობასთან ერთად აუცილებელია დადებითი თბური რეჟიმი 4–5 თვის განმავლობაში. მკაფიოდ არის გამოხატული წელიწადის 4 დრო. ზამთრის არცთუ ძალიან მკაცრი კლიმატური პირობები განაპირობებენ მცენარეთა ვეგეტაციის დროებით შეწვეტას (ფოთოლცვენას). ოკეანისპირა ქვეყნებში, კოლხეთის მსგავსად, ზამთარი თბილია (ყველაზე ცივი თვის ტემპერატურა ცვალებადობს 20 C და მინუს 50 C შორის). ასეთ პირობებში მხოლოდ ბუჩქები ინარჩუნებენ მარადმწვანეობას. ფართოფოთლოვანი ტყეების ქვეშ წარმოიქმნება მურა (წაბლა) და ყომრალი (რუხი) ნიადაგები. ნიადაგზე ნაცვენი ფოთლები ტყის სოლიდურ მკვდარ საფარს წარმოქმნიან. ამ უკანასკნელის დეტრიტოფაგებით გადამუშავების გამო ნიადაგში ჰუმუსის საკმაოდ მძლავრი შრე ფორმირდება. ზაფხულმწვანე ტყეების ყველაზე თბილ, ნალექებით მდიდარ რაიონებში (მაგ., კოლხეთი, ლენქორანი, ჩრდილოეთი პირინეები) მინერალებით ჭარბად დაშლის შედეგად წარმოიქმნება წითელ – და ყვითელმიწა ნიადაგები. ზაფხულმწვანე ტყეებში სითბოსა და ტენის ოპტიმალური შეფარდება საშუალებას აძლევს ბალახოვან და, განსაკუთრებით, მერქნიან მცენარე- ებს განივითარონ ფართო საასიმილაციო ზედაპირი – ფოთოლი. სწორედ აღნიშნულის გამო, ეწოდება ბიომს „ფართოფოთლოვანი ტყე“. საკმაოდ უხვი ნალექი მცენარის ფართო ფოთოლს ინტენსიური ტრანსპირაციის საშუალებას აძლევს. ადგილობრივი ტყეები, ჩვეულებრივ, შეზღუდული რაოდენობის (1–3) გაბატონებული ხემცენარეებისაგან შედგება (ტყეთა მონოდომინანტური და ოლიგოდომინანტური ფორმაციები). წიფლისა და მუხის სახეობები, ჩვეულებრივ, მონოდომინანტურ ტყეებს ქმნიან, გამონაკლისია მხოლოდ ნალექუხვი რაიონები (აღმოსავლეთი აზია, აშშ–ის აპალაჩის მთების რაიონი, კოლხეთი), სადაც ტყეთა პირველი იარუსის ხეთადგომაში 4–5 სახეობა (კოლხეთი), ზოგჯერ 10–20 (აღმ. აზია) სახეობა მონაწილეობს. ფართოფოთლოვან ტყეებში კარგად არის გამოხატული პირველი და მეორე იარუსის შემქმნელი ხემცენარეები, ბუჩქნარი და ბალახოვანი საფარი (მათ შორის, ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ეფემერები და ეფემეროიდები), ლიანები და ეპიფიტები კი მცირერიცხოვანია. 160 ნაყოფიერი ნიადაგი და საკვებით მდიდარი ტყის ნიადაგის ზედა ფენა განაპირობებს ზაფხულმწვანე ტყის ფაუნის სიმდიდრეს. ტროპიკული ტყეებისაგან განსხვავებით, ფართოფოთლოვან ტყეებში ცხოველები ძირითადად ან ნიადაგისპირა ფენაში, ანდა ნიადაგში ცხოვრობენ, პირიქით, ღარიბია მეხეური ფაუნა (გამონაკლისია კვერნა, ტყის კატა, ფოცხვერი, ციყვი და სხვ.). ფრინველები ტყის ყველა იარუსში ბუდობენ. მწვანე მასის სიმდიდრე მწერთა ბევრ სახეობას იზიდავს. ძალიან მდიდარია ნიადაგის მკვდარ საფარში მცხოვრები მცირე ზომის ცხოველები და მკვდარი საფრის მომხმარებლები (რედუცენტი – დეტრიტოფაგები). ასეთებია: მწერები, ჯავშნიანი ტკიპები, ნიადაგის ჭიაყელები, თხუნელები და სხვ., ასევე სოკოები და მიკრორგანიზმები. ყველაფრისმჭამელებია (ევრიფაგია) დათვი და გარეული ღორი, ფართო კვებითი სპეციალიზაცია ახასიათებს ბევრ ფრინველს, ზოოფაგებია ქორი, ბუ და სხვ. ორნოთოფაუნის მეტი წილი გადამფრენია. ფრინველთა ფაუნის სახეობრივი შემადგენლობა ხშირად განსაზღვრავს ზაფხულმწვანე ტყეების ცხოველთა მოსახლეობის (ზოოცენოზი) იერსახეს. ზაფხულმწვანე ტყეების ბიომი, გლობალური მასშტაბით, ადამიანით ყველაზე მეტად არის დასახლებული. ამიტომ, ცხადია, ფართოფოთლოვანმა ტყეებმა მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიური ზეგავლენა ჯერ კიდევ ადრე შუა საუკუნეებში განიცადეს (უწინარესად ეს ევროპას ეხება). ტაიგა დედამიწის ყველაზე დიდი ბუნებრივი ზონაა, მას ხმელეთის 11% 

Комментариев нет:

Отправить комментарий