ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

вторник, 10 марта 2015 г.

ხმელთაშუაზღვიური ტიპის, ნახევრად მშრალი სუბტროპიკები



ხმელთაშუა ზღვისპირეთის კლიმატის ტიპთან დაკავშირებულია მარადმწვანე ხეშეშფოთლოვანი ტყეებისა და ბუჩქნარების ბიომი. იგი ორივე ნახევარსფეროს ძირითადად 30–400 განედებს შორის არის გავრცელებული. რეგიონში გაერთიანებულია ევროპის სამი ნახევარკუნძულის – პირენეს, აპენინის, ბალკანეთის საკმაოდ დიდი ნაწილი, სამხრეთი საფრანგეთი, მცირე აზიის ნაწილი, დასავლეთ აზიიდან კი – ე. წ. ლევანტის ქვეყნები, ასევე, აფრიკის ჩრდილო– დასავლეთი რაიონი. ადგილობრივი სუბტროპიკებისათვის დამახასიათებელია ნახევრად მშრალი კლიმატი – ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა მერყეობს 400–800 მმ-ს შორის. წვიმიანი სეზონი დამახასიათებელია ზამთრის თვეებისათვის, მშრალი (გვალვიანი) – ზაფხულისათვის. იანვრის 153 საშუალო ტემპერატურა დადებითია (რაიონების მიხედვით 6–140 ), რაც განაპირობებს მცენარეთა მარადმწვანეობას. მაქსიმალური ტემპერა- ტურა აღწევს 35–400 . ზაფხულის გვალვები რეგიონის ჩრდილოეთში გრძელდება 2–3 თვე (ივნისი–აგვისტო), ხოლო სამხრეთში – 5–6 თვე (აპრილი–სექტემბერი), თოვლი იშვიათობაა და იგი ვერ ასწრებს ადგილობრივი ფლორისთვის ზიანის მიყენებას. ნიადაგები წითელმიწა, მეტწილად – ყვითელმიწაა. ტენის შეზღუდულობის გამო, საკუთრივ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისათვის დამახასიათებელია მარადმწვანე, მეტწილად სკლეროფილური (ბერძნ. sclerosis – გამაგრება) მცენარეული საფარი. რეგიონში აღწერილია უმაღლეს მცენარეთა 22500-მდე სახეობა, მაღალია ენდემიზმი (38%). ისტორიულ წარსულში პირვანდელი მცენარეული საფარი (მარადმწვანე მუხნარები, ზღვისპირა ფიჭვნარები) მნიშვნელოვნად შეიბღალა. ამჟამად საქმე გვაქვს წარსულ ტყეთა დაკნინებულ ფორმას- თან, ე.წ. მაკვისთან. ფლორაში დამახასიათებელია შემდეგი სახეობები: ზეთისხილი, ხემარწყვები, ქვისა და კორპის მუხები, ბზა, ღვია, იტალიური, შავი და ალეპის ფიჭვები, ლეღვი და სხვ. ბალახოვან საფარში ჭარბობს ჭარბი ეთერზეთების შემცველი, სურნელოვანი, ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენლები. რეგიონების მიხედვით, გაბატონებულები არიან ატლასისა და ლიბანის კედრები, მარადმწვანე საკმლის ხე, კანარის დაფნა, პალმები, დრაკონის ხე და ა.შ. რეგიონის მთიან ნაწილში მაკვისის დამახასიათებელი ფლორა იცვლება ზომიერი კლიმატის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ზაფხულმწვანე ფართოფოთლოვანი ტყეებით. ამჟამინდელი ფაუნა ევრაზიის ზომიერი სარტყლისა და აფრიკის ტროპიკების ერთგვარ ნარევია. პირველს მიეკუთვნება ირემი, გარეული ღორი, მგელი, ფოცხვერი, მელა, მაჩვი, ბოცვერი, კურდღელი და ა.შ., მეორეს – უკუდო მაკაკა, აფთარი, მაჩვზღარბა, ქამელეონი. კუნძულები დასახლებულია მუფლონით (გარეული ცხვარი), გარეული თხით; ატლასის მთებში ბინადრობს ბერბერიული ლეოპარდი, ფრინველებიდან – ფლამინგო, იბერიული სამეფო არწივი, ქვეწარმავლებიდან – ბერძნული კუ და სხვ. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური კლიმატი უაღრესად მისაღები აღმოჩნდა წინაისტორიული და ისტორიული ადამიანისათვის (Homo sapiens sapiens), ამიტომ აქ ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე, დასავლური ტიპის ცივილიზაციას – ბერძნულ-რომაულ კულტურას.

Комментариев нет:

Отправить комментарий