ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

вторник, 10 марта 2015 г.

ტაიგა




დედამიწის ყველაზე დიდი ბუნებრივი ზონაა, მას ხმელეთის 11% უკავია. განედურად ვრცელდება 50 –65 გრადუსიან  განედებს შორის. ტაიგის ტყეების ზონაში ხანგრძლივი (6 თვე და მეტი) ზამთარი იცის. ხანმოკლე, გრილი ზაფხული ფართოფოთლოვანი ტყეების განვითარების (ვეგეტაციის) შესაძლებლობას არ იძლევა. ამიტომ, ფოთლები – წიწვები – ნემსისებურია (წიწვფოთლიანობა). ბიომის აღმოსავლეთში (აღმ. ციმბირი, ქ. ვერხოვიანსკთან) მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის პოლუსი (ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი – 700 -მდე ეცემა). ამავე რაიონში ზაფხულის ტემპერატურა 350 აღწევს. ბიომის ფარგლებში ნალექები წლიური საშუალო რაოდენობა 400–500 მმ-ია, რაც ზამთარში თოვლის საკმაოდ მძლავრი საბურველის წარმოქმნას უწყობს ხელს. ბიომის ჩრდილოეთში ნიადაგის მზრალობა იწვევს მასობრივ დაჭაობებას. ტაიგის ტყის ზედა იარუსში გაბატონებულია 1–2, იშვიათად 3 სახეობა. ევრაზიაში ტაიგის ტყეებს ქმნიან ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, ზოგჯერ, ლარიქსი. მათთან შერეულია წვრილფოთლოვანი ხეები – არყი, ვერხვი და ტირიფი. ტაიგისათვის დამახასიათებელია პირველი იარუსის მაღალი ხეები, მეორე იარუსის დაბალი ხეები (არყი, ვერხვი), ბუჩქები (მეტწილად მოცვები), ბალახებით, განსაკუთრებით კი ხავსებითა და მღიერებით დაფარული ნიადაგი.161 ტაიგის ხემცენარეებს ვნებენ წიწვჭამია და მერქანჭამია მწერები. ამ უკანასკნელიდან აღსანიშნავია ნაძვის დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans). ეს მწერი გასული საუკუნის 60-იან წლებში ციმბირიდან საქართველოში შემოტანილ ხის გაუქერქავ მორებს შემოჰყვა, აქედან ბუნებაში გავრცელდა და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის წიწვოვან ტყეებს. ტაიგის ფრინველთა მოსახლეობის 70% გადამფრენია. ადგილზე მოზამთრე ფორმებს მიეკუთვნება ნისკარტმარწუხა, მეკედრია, დიდი ზომის სოღო და ჟრუნი. ძუძუმწოვრებიდან დამახასიათებელია ციყვი და მფრინავი ციყვი, ბურუნდუკი, თეთრი კურდღელი, ცხენირემი, დედოფალა, ძვირფასი ბეწვის მქონე სიასამური და ყარყუმი. ჭაობების სიმრავლე განაპირობებს სისხლისმწოველ მწერთა (კოღოები, მოსკიტები) სიმრავლეს. ადამიანის ენცეფალიტის ვირუსის გადამტანია ტკიპა Ixodes persulcatus. ტაიგა – დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიომი დიდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე (მაგ., ატმოსფეროში C02 და O2 -ის ბალანსის შენარჩუნებაზე). ეს ბიომი ადამიანისთვის საჭირო მერქნის ყველაზე დიდი მარაგის შემცველია დედამიწაზე. მსოფლიოში დამზადებული მერქნის 70% ტაიგაზე მოდის. დიდი რაოდენობით მოიპოვება და მზადდება ვიტამინებით მდიდარი კენკრა. მასშტაბურია ძვირფასბეწვიანი ცხოველების რეწვა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით დაფარულია ზონის მხოლოდ 1–10% (რაიონების მიხედვით). ადამიანის (ანთროპოგენური) ფაქტორი ტაიგის ტყეების მასობრივ გაჩეხვაში გამოიხატება. მთის შუა სიმაღლებრივ საფეხურზე, მათ შორის კავკასიაში, გავრცელებულია ტაიგის ანალოგი – წიწვოვანი ტყის სარტყელი. ისინი, ფიზიონომიურად და სახეობრივი შემადგენლობით მსგავსნი არიან, ამიტომ შესაძლებელია ამ ორი ფიტოცენოზის ნათესაურ (ფილოგენეტიკურ) კავშირზედაც საუბარი.



Комментариев нет:

Отправить комментарий