ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

пятница, 20 марта 2015 г.

საქართველოს ბიომები





   
ძირითადი ეკოსისტემები და ბიომები არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, მეტად განსხავავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკოსისტემები და ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი,        ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აქ 5 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღ. დ.-დან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3600 მ) და ნივალური (>3600 მ). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. გამოიყოფა 6 ძირითადი სარტყელი: ნახევრადუდაბნოების, სტეპებისა და არიდული ნათელი ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3700 მ) და ნივალური (>3700 მ). ქვემოთ მოცემულია საქართველოში არსებული ძირითადი ბიომების მოკლე აღწერა. 

ჭალის ტყის ბიომი
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში ჭალის ტყეების ბიომები განვითარებულია მდინარეების - მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა Quercus
pedunculiflora, აგრეთვე ვერხვი Populus
 canescens,
 Populus
 hybrida, ქაცვი HHyppophae
 rhamnoides და სხვ. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით. დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს. ამ ტყეებისთვის დამახასიათებელია გვიმრა (Mateucia
 struthiopteris)
 და ლიანები (Hedera
 colchica,
 Smilax
 exscelsa,
 Vitis
 sylvestris).
 თითქმის გაუვალ რაყებს ჰქმნის მაყვალი (Rubus
anatolicus).
 

ნახევრადუდაბნოს ბიომი
ნახევრადუდაბნოს ბიომები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში. ამ ბიომის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია ავშანი (Artemisia
 fragrans). შიდა ქართლში გავრცელებული ავშნიანები მდიდარია ეფემერებით. ნახევრადუდანოს ბიომებში ზოგ ადგილას ჩართულია დამლაშებული (ბიცობი) უდაბნოს ფრაგმენტები დამახასიათებელი სახეობრივი შემადგენლობით.

სტეპის ბიომი
ნამდვილი სტეპის ეკოსისტემები საქართველოში მხოლოდ ფრაგმენტების სახით არის წარმოდგენილი და არაიშვიათად განვითარებულია ნატყევარი და ბუჩქნარი მცენარეულობის ადგილებზე. აღმოსავლეთ საქართველოში სტეპის ბიომები განვითარებულია 300-700 მეტრზე ზღვის .დონიდან. ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად სტეპის ბიომში შესულია ტყის და ბუჩქნარი მცენარეულობის ეკოსისტემები. სტეპის ბიომის ფარგლებში კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია, კონტინენტურობის ნიშნებით, შედარებით მშრალი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. თოვლის საფარი მცირეა და არამყარი. სტეპის ბიომის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ეკოსისტემას წარმოადგენს უროიანი (Botriochloa
 ischaemum) ველი (ანუ სტეპი). ტიპიური სტეპის მცენარეულობის კომპონენტებია: Stipa
tirsa,
St.
lessingiana,
St.pulcherrima,
St.capillata. ნაირბალახოვანი სტეპები მხოლოდ გარეჯისათვის არის დამახასიათებელი და საკმაოდ მდიდარი სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთის სტეპები მხოლოდ სამხრეთ საქართველოშია გავრცელებული 1800-2500 მეტრზე ზღვის დონიდან. 
არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყისა და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარის ბიომი 
აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნოებისა და სტეპების სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ნათელი ტყის მცენარეულობა. ეს ბიომი შედგება ტყის ქსეროფილური მცენარეებისაგან და საკმაოდ გვალვაგამძლე ბალახოვანი საფარისაგან. იგი ყველაზე კარგად არის გამოხატული ვაშლოვანის ნაკრძალში და უკავია 5000 ჰა ფართობი. საკმლის ხის (Pistacia
mutica)
ნათელი ტყე მიეკუთვნება დასავლეთ-ირანულ ტიპს, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბუჩქები (Paliurus
 spina‐christi,
 Rhamnus
 pallasii,
 Cotinus
 coggygria
და სხვ.). გვხვდება აგრეთვე საკმლის ხის სუფთა რაყები, რომელსაც ცალკეული ხე ან ბუჩქები თუ შეერევა ხოლმე. ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ მცხეთისა და ვაშლოვანის მთისწინების ჩრდილო ფერდობები. ამ ტყეების დომინანტებია Juniperus
 foetidissima
 (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთის სახეობა) და J.
polycarpus (წინა აზიური სახეობა). ვაშლოვანში ეს სახეობები საკმლის ხის ტყის კომპონენტებია. გარდა ამ სახეობებისა, ამ ეკოსისტემაში გავრცელებულია კავკასიური Juniperus
 oblonga და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვური J.
 rufescens. ხშირად ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ ტყის შემდეგ განვითარებული მცენარეულობის ადგილი. 
ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები
განვითარებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინების სამხრეთ ფერდობებზე, ძირითადად ქართული მუხის ტყის დეგრადაციის შედეგად (600-800 მ.) განთავისუფლებულ ადგილებში. 
ტყის ბიომი
 საქართველოში ტყეს სხვა მცენარეულ ტიპებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 36,7%). ტყის ეკოსისტემები დამახასიათებელია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონისთვის, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და მთიანი თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია. სხვადასხვა ტიპის ტყეების წილი ქვეყნის ტყეების საერთო ფართობში შემდეგნაირია: 
  •  წიფლნარები - 51%, 
  •  სოჭის ტყეები - 10%,
  •  მუხნარები - 3,3%
  •  ნაძვნარები - 6,3%, 
  •  ფიჭვნარები - 3,6%, 
  •  მურყნარები - 3%,
  •  წაბლის ტყეები - 2,1%, 
  •  არყნარები - 2%.

 საქართველოს ტყეების დანარჩენ ფართობს ხემცენარეთა სხვადასხვა სახეობები ქმნის (Carpinus
 caucasica,
 Tilia
 caucasica,
 Acer
 platanoides,
 A.
 trantvetteri,
 Fraxinus
 exscelsior და სხვ.). დასავლეთ საქართველოში ტყე უკვე ზღვისპირიდანაა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600-700 მეტრიდან იწყება. მუხნარები (Quercus
iberica): გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში (600-700 მეტრიდან). სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვა ვარიანტები გამოიყოფა. წიფლნარები (Fagus
 orientalis): გავრცელებულია ტყის სარტყლის შუა და ზედა ნაწილში. ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს კავკასიური რცხილა (Carpinus
caucasica). ფიჭვნარები (Pinus
 spp.)
გვხვდება ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის ფარგლებში. ეს ეკოსისტემები მდიდარი ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევიან. დამახასიათებელი სახეობებია: არყი, წიფელი, სოჭი და სხვ. მუხნარ-ფიჭვნარი: ფიჭვთან ერთად ამ ეკოსისტემას ქმნის მაღალი მთის მუხა. ამ ტყეებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოში 800-1100 მ. სიმაღლის ფარგლებში, ხოლო აჭარაში მისი გავრცელების ზონა გაცილებით დაბალი სიმაღლეებიდან იწყება (300 მ-დან 1100-1200 მ-მდე).   უთხოვრის (Taxus
baccata)
ტყეები: შემონახულია რელიქტური ტყის სახით ბაწარას ხეობაში, ალაზნის ზემო დინებაში. ძელქვიანები (Zelkova
 carpinifolia): ბაბანეურის ძელქვიანები თავისი რელიქტური ბუნებით და იშვიათი გავრცელებით დიდ ყურადღებას იქცევს. ის ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, როგორც თხელ, ისე კარგად განვითარებულ ნიადაგებზე (დასავლეთ საქართველოში ძელქვიანები განვითარებულია ალუვიალურ-ჩონჩხიან ქვიშნარ ნიადაგებზე). ნეკერჩხლიანები (Acer
 velutinum): ეს ტყეები მხოლოდ ალაზნის ველზეა გავრცელებული. მისი ზედა ზღვარი 1000 მ-ს არ აღემატება. კოლხური ტყეები: დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაჭაობებულ დაბლობზე, ზღვის დონიდანვე იწყება მურყნარები (Alnus
 barbata),
 ლაფნარები (Petocarya
 pterocarpa), ნაკლებ ტენიან ადგილებში გავრცელებულია მუხნარები (Quercus
 iberica,
 Q.hartwissiana), რცხილნარები (Carpinus
 caucasica), წაბლნარები (Castanea
sativa). ეს ტყეები მდიდარია ლიანებით (Hedera
colchica,
Smilax
excelsa,
Vitis
 sylvestris). ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus
pithyusa)
ტყე: ბიჭვინთის ფიჭვი რელიქტური სახეობაა. ამ ტყისთვის დამახასითებელია ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის წარმომადგენლები. დასავლეთ საქართველოს ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტური გართხმული ბუჩქების, მათ შორის, მარადმწვანეების ქვეტყე. ზოგიერთ რაიონში (აფხაზეთსა და სამეგრელოს კირქვიან მთებში) გვხვდება ბზა (Buxus
 colchica). დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (იმერეთში) ტყის ქვედა და შუა სარტყელში გაბატონებულია იმერეთის მუხა (Quercus
 imeretina),
 რომელიც ძელქვასთან (Zelcova
 carpinifolia) ერთად ქმნის აჯამეთის ნაკრძალის ძელქვნარ- მუხნარ ტყეებს. სუბალპური ბიომი მაღალმთის მცენარეულობა მეტად მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია, პირველ რიგში, კავკასიის მთების ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობით, კლიმატის კონტრასტულობით, რელიეფის ძლიერი დანაწევრებით და სხვ. კავკასიის მთებში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სუბალპური სარტყლის (2400- 2750 მეტრი ზღვის დონიდან) ტყის ზედა საზღვრის მცენარეულობა, რომელიც გამოირჩევა როგორც დიდი მრავალფეროვნებით, ისე იშვიათი ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. სუბალპური სარტყლის მცენარეულობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ფორმაციები: მეჩხერი ტყეები ტანბრეცილი ტყეები გართხმული ბუჩქნარები მაღალბალახეულობა .
მეჩხერი ტყეები: 
მეჩხერი, ანუ “პარკისებური ტყეები” გვხვდება 1800-1900 მ-ის ზემოთ. მეჩხერ ტყეს წარმოქმნიან ძირითადად მაღალმთის ბოკვი და მაღალმთის მუხა. გარდა ამისა, “პარკისებურ ტყეს” ქმნიან (უფრო ხშირად ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად) წიფელი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ. ტანბრეცილი ტყეები: კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი, არყის სხვადასხვა სახეობები, მაღალმთის ბოკვი, კოლხური თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვები. განსაკუთრებით საყურადღებოა კოლხეთის ტანბრეცილი ტყეები, სადაც კლიმატი არა მარტო ძალიან ტენიანი, შედარებით რბილიცაა. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით (მაგ. პონტოური მუხა, მეგრული არყი, მედვედევის არყი და სხვ.) გართხმულ ბუჩქნარები: ეს ფორმაციების ძირითადი კომპონენტებია დეკა,
 უნგერნის შქერი, გართხმული ღვია, კავრა, მელიქაური და სხვ. სუბალპური ზონის ბალახოვანი ფლორა გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებითა და კავკასიის ენდემების სიმდიდრით. აღსანიშნავია მაგალითად, მონოტიპური გვარი Gadellia, ასევე Grosshemia,
Dolychorrisa და სხვ. ალპური სარტყლის ბიომი ალპური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 2400-2500 მ-დან - 2900-3000 მ- მდე ზღვის დონიდან. აქ გავრცელებულია შემდეგი ძირითადი ეკოსისტემები: ალპური მდელოები (მკვრივკორდიანი, მეჩხერკორდიანი, მარცვლოვანი და ნაირბალახოვანი), ალპური ხალები, ბუჩქნარი და კლდისა და ნაშლების მიკროეკოსისტემები. ალპური მდელოები: ძიგვიანი (Nardus
 glabriculmis) ეკოსისტემები ძირითადად გავრცელებულია ცივი და ტენიანი (ხშირად ძლიერ ტენიანი) ნიადაგის გარემოში მცირედ დაქანებულ ფერდობებზე ან გავაკებულ რელიეფზე. ამ ეკოსისტემების ფლორისტული შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი (25-30 სახეობა თითოეულ ცენოზში). ჭრელი წივანას მდელოები ალპურ სარტყელში ძირითადად სამხრეთ ექსპოზიციის ძლიერ დაქანებულ ფერდობებზეა წარმოდგენილი და 3000 მ-მდე აღწევს. ამ ეკოსისტემის ფლორისტული შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. თოვლით ხანგრძლივად დაფარულ ჩრდილოეთ ფერდობებზე, უმთავრესად დასავლეთ კავკასიონზე, ფართოდაა გავრცელებული Geranium
 gymnocaulon-ის მდელოები. მისი ფლორისტული შემადგენლობა შედარებით ღარიბია. ალპური ხალები: ეს ეკოსისტემები განვითარებულია ე.წ. “ცირკების” ფორმის რელიეფის პირობებში, სადაც თოვლის საფარი ხანგრძლივი დროის მანძილზეა შენარჩუნებული. ამ ეკოსისტემის სახეობრივი შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი და მოიცავს 20-25 სახეობას. 
ალპური ბუჩქნარები: 
დეკიანები გვხვდება ალპური სარტყლის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფერდობებზე. დეკიანი სახეობრივი შემადგენლობის თვალსაზრისით არ არის მდიდარი (10-15 სახეობა ცალკეულ ცენოზში). ქონდარა ბუჩქის Drias
caucasica-ს ფორმაციები კი ფლორისტული შემადგენლობით საკმაოდ მდიდარია. აღსანიშნავია, რომ კავკასიონის ალპურ სარტყელს აღწევს ღვიას ორი სახეობა: Juniperus
hemispaerica
(=J.
depressa) და J.
sabina. სუბნივალური და ნივალური ბიომი სუბნივალური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 3000 დან 3600 მ.-დე ზღვის დონიდან. ეს სარტყელი ყველაზე კარგად არის გამოხატული ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე. ამ ზონისთვის დამახასითებელ ექსტრემალურ გარემოსთან შეგუებულია მცენარეთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფი (კავკასიის სუბნივალურ სარტყელში სულ დაახლოებით 250 სახეობაა გავრცელებული). აღსანიშნავია სუბნივალური სარტყლის ფლორაში ენდემურ სახეობათა მაღალი წილი - 60-70%. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ენდემური გვარები, როგორიცაა: Pseudovesicaria,
 Gymphyloma,
 Pseudobetckea,
 Coluteocarpus,
 Didimophysa, Eunomia,
Vavilovia. 
 ჭაობისა და წყლის ბიომები
ჭაობები საქართველოს ლანდშაფტების ტიპიური კომპონენტია. ის განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული კოლხეთის დაბლობსა და სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. ჭაობები გავრცელებულია, როგორც დაბლობ ზონაში, ისე სუბალპურ და ალპურ სარტყელში. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი ეუტროფული ჭაობები, ხოლო მეზოტროფულს და ოლიგოტროფულს შედარებით შეზღუდული არეალი უკავია. სფაგნუმიანი ჭაობები: დასავლეთ საქართველოში სფაგნუმიანი ჭაობები ზღვის დონიდან სუბალპურ სარტყელამდეა გავრცელებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი მშრალი კლიმატის გამო 2000 მ-ზე უფრო მაღლა აღარ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის სფაგნუმიანი ჭაობებისათვის დამახასიათებელია ბორეალური (სფაგნუმის ხავსები, დროზერა (Drosera
 rotundifolia), რინხოსპორა (Rhinhospora
 alba)) და მაღალი მთის (იელი Rhododendron
 luteum, შქერი Rhododendron
 ponticum) სახეობების თანაარსებობა. აგრეთვე, რელიქტური სახეობები:
Osmunda
regalis,
Soligado
turfosa,
Drosera
rotundifolia,
Trapa
colchica. 
ჰიდროფილური მაღალბალახეულობის მცენარეულობა:
ეს ეკოსისტემა ძირითადად სამხრეთ საქართველოს დაბლობსა და ვულკანურ პლატოზე გვხვდება. მისი გავრცელების ზედა საზღვარია 2 000 მ. ზღ. დ. ამ ეკოსისტემის დომინანტი სახეობებია: Phragmites
australis,
Typha
latifolia,
T.
angustifolia
და სხვ.
 ჰიდროფილური დაბალბალახოვანი მცენარეულობა: ეს ეკოსისტემა გავრცელებულია 2300 მ-ზე ზღ. დ. და უფრო მაღლა, მაგრამ მას უმნიშვნელო ფართობები უკავია.

1 комментарий:

  1. Pragmatic Play Casino Review 2021
    It features generous bonuses 해외배당흐름 and a 인천광역 출장안마 huge number 경상남도 출장마사지 of games, but Pragmatic Play 충주 출장샵 doesn't offer any bonuses and so far 과천 출장샵 that all its slots are

    ОтветитьУдалить