ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

вторник, 10 марта 2015 г.

მარადმწვანე ნოტიო (წვიმიანი) ტყეები (ჰილეა, სელვა)




ჰილეა გავრცელებულია ეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში (100 –300 განედები). ყველაზე დიდი ფართობი უკავია სამხრეთ ამერიკაში (მდ. ამაზონის აუზი), აფრიკაში (მდ. კონგოს აუზი), აზიაში (დიდი ზონდის კუნძულები, ახალი გვინეა, ფილიპინები). დედამიწაზე გავრცელებულია 10 მლნ კვ.კმ. ფართობზე (აქედან „ლომის წილი“ ამაზონის აუზის წვიმიან ტყეებზე მოდის). ბიომში ყველაზე ცივი თვის იზოთერმა 180 C-ის ტოლია. ნოტიო ტროპიკები წლის განმავლობაში ტემპერატურისა (23–320 C) და 151 ნალექების (2000–4000 მმ) თანაბარი განაწილებით გამოირჩევიან, საშუალო ტემპერატურა მერყეობს 25–270 შორის, აბსოლუტური მაქსიმუმი 360 -ია; ტემპერატურის დღე-ღამური რყევადობა მეტია (9o – მდე), ვიდრე თვეებს შორის მსგავსი ცვალებადობა (1–2o ), წელიწადის დროები არ არის გამოხატული. ნალექების მაქსიმუმმა შეიძლება მიაღწიოს 12000 მმ–ს. დღის ხანგრძლივობა წლის განმავლობაში მცირე მასშტაბით მერყეობს (10, 5 – 13,5 საათი). ნოტიო ტროპიკების ნიადაგები წითელი, მოწითალო – ყვითელი და ყვითელი ფერისაა, რაც დაკავშირებულია რკინის ჭარბ დაჟანგვასთან (ე. წ. ლატერალური ნიადაგები). მარადმწვანე ტყეებში ნაცვენი ფოთლებისაგან შემდგარი ნიადაგის მკვდარი საფრის სისქე თხელია (1–2 სმ). ნიადაგზე ნაცვენი მკვდარი ორგანიზმები ხშირი წვიმებით ირეცხებიან, ამიტომ მათი აკუმულაცია თხელ ნიადაგში არ ხდება. შესაბამისად, ჰილეის ნიადაგები ღარიბია მინერალური ნივთიერებებით. მცენარეები მინერალურ საკვებს დაღუპული, სწრაფად ხრწნადი ორგანიზმებიდან ერთბაშად ითვისებენ. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ფესვებზე დასახლებული სოკოები (მიკორიზა). ამიტომ არის, რომ წვიმიანი ტროპიკული ტყეების გაჩეხვა, რამაც უკანასკნელ დროს მასშტაბური ხასიათი მიიღო, ამ ბიომის შესაბამისი მონაკვეთის კატასტროფული განადგურებით მთავრდება – ჭარბი წვიმები სწრაფად რეცხავენ გაშიშვლებულ ნიადაგს და ტყეების აღდგენა ძნელდება. ტყის მთავარი კომპონენტია ხემცენარე. ტყე გამოირჩევა პოლიდომინანტურობით, ანუ მასში თანაბრადაა გაბატონებული ხეთა ათობით სახეობა (ერთ ჰექტარზე შეიძლება იზრდებოდეს 40– 170 სახეობის სხვადასხვა ხემცენარე). ბალახოვანი საფარი სუსტადაა განვითარებული. ტყეში თვალსაჩინოდაა გამოხატული ხემცენარეთა ორი იარუსი: პირველ იარუსს შეადგენენ „ხე–ცათამბჯენები“. მათი სიმაღლე 50–70 მეტრია. ასეთები ტყეში მეჩხრად იზრდებიან და მომდევნო იარუსის მასობრივად შემქმნელ ხემცენარეებს დიდი სიმაღლიდან დაჰყურებენ თავზე. ტყის მეორე იარუსის ხემცენარეთა სიმაღლე 20–40 მეტრს არ აღემატება, ერთმანეთში არიან გადახლართულები და ვარჯის ზემოთ თავგუმბათს ქმნიან. მსგავსი „ქოლგის“ ქვეშ, ნიადაგამდე, მზის სინათლის მხოლოდ 0,1% აღწევს. ამიტომ ნიადაგზე, ბოტანიკური თვალსაზრისით, ბუჩქის სასიცოცხლო ფორმა ბუჩქი არ იზრდება. ტანდაბალი და ტანწვრილი ხემცენარეები უსინათლობით არიან დაჩაგრულები. ჰილეის ცალკეულ ხეზე უამრავი მდგმური მცენარე–ეპიფიტიხარობს (მეტწილად ორქიდეები და ბრომელიები), ხეები პირდაპირ დახუნძლულია ასევე მხვიარა მცენარეებით – ლიანებით. ჰილეაში გაბატონებული მდგომარეობა ყვავილოვან მცენარეებს უკავიათ, დაქვემდებარებული – ხეგვიმრებს, მთის ჰილეაში საკმაოდ ვხვდებით ტროპიკებისთვის 152 დამახასიათებელ წიწვოვნებს (არაუკარია, პოდოკარპუსი და სხვ.). ყვავილობასა და ნაყოფმსხმოიარობას განსაზღვრული დრო არა აქვს. ჰილეის ცხოველთა თანასაზოგადოება მეტწილად მეხეური ფორმები არიან. ნიადაგის მწვანე საფარი ფრიად ღარიბია, ამიტომ მცენარის მომხმარებელი ცხოველები ხეთა იარუსებზე არიან განაწილებულები, თვით ლეოპარდიც კი თითქმის არ ჩამოდის ხიდან. ადგილობრივ ტყეთა უმდიდრეს ბიომასას უამრავი ცხოველი – მომხმარებელი ჰყავს. მათზე ნადირობენ მტაცებლები, ეტანებიან პარაზიტები. ტროპიკული ტყის იარუსებში მეცნიერებისათვის უცნობი უამრავი მდგმური მცენარე და, განსაკუთრებით, ცხოველთა სახეობაა. მათი რიცხვი, უწინარესად, მწერებისა და სხვა პატარა ზომის ფეხსახსრიანთა ხარჯზე, როგორც თავის ადგილზე ითქვა, 10–60 მილიონს უნდა აღწევდეს. ნოტიო ტროპიკებს სახეობათა, მათი პოპულაციების სიმრავლით, ბიომასის რეკორდული მაჩვენებლით ვერცერთი სხვა ბიომი ვერ შეედრება. შესაბამისად, აქ მათი ეკოლოგიური ხასიათის ურთიერთობები – კოაქციები და კვებითი ჯაჭვები, ანუ ქსელები (food web), როგორც აღინიშნა, ნებისმიერ სხვა ბიომთან შედარებით, გაცილებით რთულია.







ნოტიო სუბტროპიკები (ჰემიჰილეა)
დედამიწის ორივე ნახევარსფეროში ნოტიო სუბტროპიკების „კლასიკური ჩარჩოები“ ძირითადად თავსდება 30–400 განედებს შორის. 30–350 განედების ფარგლებში ფლორა–ფაუნის სტრუქტურული და ფიზიონომური მსგავსების გამო, ნოტიო ტროპიკებსა და ასეთივე სუბტროპიკებს შორის მკაფიო ზღვარის გავლება ძნელია, 35–400 განედებს შორის კი ვხვდებით ნოტიო ტროპიკების გაღარიბებულ ეკოსისტემებს.
წყარო


Комментариев нет:

Отправить комментарий