ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

вторник, 10 марта 2015 г.

ტუნდრა


Image result for ტუნდრა


რუკა

ეს ბიომი წარმოდგენილია დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბარქტიკულსა და, ნაწილობრივ, არქტიკულ სარტყლებში. უკავია მაღალი (63 –67 გრადუსიანი ) განედები. სამხრეთ ნახევარსფეროში ამ ბიომს არ ვხვდებით.
ტუნდრისთვის დამახასიათებელი და არსებითია მოკლე და მშრალი ზაფხული.
ყველაზე მძიმე ვითარებაა არქტიკულ რეგიონებში , სადაც ტემპერატურა 4 ° C (დაახლოებით 40 ° F) მერყეობს შუა რიცხვებში ზამთარში -32 ° C (-25 ° F). Alpine tundra აქვს უფრო ზომიერი კლიმატი : ზაფხული გრილი, ტემპერატურა, მერყეობს 3-დან 12 ° C (37 to 54 ° F), ზამთარი  ტემპერატურა იშვიათად დაეცემა -18 ° C (0 ° F)  ქვემოთ.. წაყინვები ხდება ზაფხულის თითქმის ნებისმიერ დროს. ნალექები  მცირეა – ცვალებადობს 150–200 მმ–ს შორის, იშვიათად აღწევს 300 მმ-ს. შესაბამისად, თხელია თოვლის საფარი – 10–50 სმ. თოვლის საფარი ნარჩუნდება 260-300 დღის განმავლობაში, ხშირია ქარბუქი. თოვლის უკმარობა განაპირობებს ნიადაგის მრავალწლოვან მზრალობას. აღმოსავლეთ ციმბირში მზრალი გრუნტის სისქე 600 მ-ს აღწევს, ევროპაში – 20–60 მ-ს. ტუნდრისთვის ფრიად სპეციფიკურია ზაფხულის ხანგრძლივი პოლარული დღე, ზამთარში, პირიქით, 24 საათიანი პოლარული ღამე ისადგურებს. მკაცრი გარემო პირობები ზღუდავს ბიომის ბიომრავალფეროვნებას. ყვავილოვანი მცენარეების რიცხვი 200–300 სახეობას არ აღემატება, სამაგიეროდ, ხავსებისა და მღიერების რაოდენობა 800-მდე სახეობას აღწევს. აქაურობა მოკლებულია ტყეს. ტანმაღალი ხემცენარეები ვერ ხარობენ მოკლე სავეგეტაციო პერიოდისა (3–3,5 თვე) და ძლიერი სუსხიანი ქარების გამო. მერქნიანი მცენარეები გამოირჩევიან ტანმორჩილობი- თა (ნანიზმი; ბერძნ. nannos - ქონდარა) და მარადმწვანეობით (ესაჭიროება ხანგრძლივი ფოტოსინთეზი). მათ მიეკუთვნება არყისა და ტირიფის ქონდარა სახეობები, მარადმწვანეა წითელი მოცვი. ჭარბობს მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები (ყაყაჩო, ქუდუნა, ქვატეხია). დამამტვერიანებელ მწერთა ღარიბი ფაუნის გამო, მრავალი ყვავილოვანი მცენარე დიდი ზომის, კაშკაშა ფერის ყვავილებს ივითარებს (ანალოგიურ სურათს ვხედავთ მაღალმთაში, მათ შორის კავკასიის მაღალმთიანეთში). ტუნდრაში ღარიბია ცხოველთა სამყაროც, დამახასიათებელია: თეთრი დათვი, ლემინგები, პოლარული მელა, პოლარული კურდღელი, ჩრდილოეთის ირემი, გამყინვარების ტიპური რელიქტი – ხარვერძი. ფრინველთა უმეტესობა გადამფრენია, წყლის მოყვარულები ფრინველთა ბაზარს აწყობენ. ბიომში ძალიან იშვითად იჭრებიან ქვეწარმავლები და ამფიბიები. ცხოველთა უმრავლესობა ზამთარში გადადის ანაბიოზის მდგომარეობაში, ბევრი მიგრირებს თბილ ქვეყნებში ან ტაიგის ზონაში. მთელი წლის განმავლობაში აქტიურობით გამოირჩევიან ლემინგები (ადგილობრივი ეკოლოგიური კვებითი ჯაჭვის მთავარი რგოლი), ზოგიერთი მემინდვრია, თეთრი კურდღელი, თეთრი მელა, გნოლთეთრა (ტუნდრის როჭო), ტუნდრის გნოლი, პოლარული ბუ, თეთრად შეფერილი ტუნდრის მგელი (ცხოველთა თეთრი შეფერილობა გარემოსთან შეგუების – კამუფლაჟის გამოვლინებაა). ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის მაღალმთიანეთი, კერძოდ, ალპური სარტყელი (მათ შორის კავკასიის ალპური სარტყელი) თავისი ცოცხალი ორგანიზმებით და, განსაკუთრებით, გარემოსთან შეგუების ხერხებითა და საშუალებებით, ტუნდრის ანალოგია. ტუნდრის ზონაში მცხოვრები ადამიანის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მეირმეობა, მეთევზეობა, ძვირფასბეწვიან და ზღვის ცხოველებზე ნადირობაა. ექსტრემალური გარემო პირობების გამო ტუნდრაში ადამიანის პოპულაციის რიცხობრიობა მცირეა, შესაბამისად, მისი ზემოქმედება ადგილობრივ ეკოსისტემაზე ფრიად შეზღუდულია.





















სურათები














1 комментарий:

  1. kadangpintar: The Best Online Casino in the Philippines - The Kadang
    kadangpintar is the best online casino in the Philippines. 온카지노 검증 With its popularity and expertise, it provides users with

    ОтветитьУдалить